არ გინდა?
არ გინდა ჩემი რომ გერქვას და მე რომ მსვამდე ბაგითა? არ გინდა შენი რომ ვიყო,არ გაძინებდე ღამითა? მკერდს მიწურავდე ხელებით ვნება მომწყდარი ფერებით, ტანს გინამავდე უწყვეტად ჩემი ტუჩების სველებით... უდაბნოს ცეცხლად შეიგრძნო თავაწყვეტილი ვნებები... მცლიდე და მცლიდე, ვერც მცლიდე..გათრობდე შეშლილ ფერებით... ზეცას რომ გადავაშოროთ ატეხილ სურვილთა ფერები, აცახცახებულ სხეულს რომ გაგრძნობინებდე შეხებით... ვარდის სურნელად შეიგრძნო ხალიან ძუძუს კერტები, მუცელთან ფიფქივით დამადნე, აგიცახცახდეს ფეხები... ჩემში შემოდი და დარჩი...აღარ გამიშვა ხელები... შემოგატმასნებ სხეულს და ცეცხლივით შემოგენთები... არ გინდა? ჩემი რომ იყო და მე რომ მსვამდე ბაგითა... ჩამოვიშლიდი დალალებს, გაგაგიჟებდი ღამითა.... თეძოს თამაშით შეგშლიდი...მარადიული წამითა... ჩადრებში დაგემალები, ნდომას ვამძაფრებ მალვითა.... აგიკვნესდები მკლავებში, გეჩურჩულები აღგზნით და... მთელ სხეულს დაგისველებდი ჩემი ტუჩების ნამითა.... ანასტასია შიშინაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი