მე შენთან დავრჩი
მე შენთან დავრჩი სუნთქვასავით გარდასულ დროში, მოგონებები სიყვარულზე ისევ ყვებიან... ადრე თუ შვება მომიტანეს,ახლა პირიქით,--- შენი თვალები სასჯელად მაქვს,კი არ მშველიან...... დავყვები ქუჩებს ფოთოლცვენის სამოსით მოსილს, წვიმა წვიმს სულში.... არეული ამინდებია..... მე შენთან დავრჩი .... იქ,წარსულში... და აწყმო ტირის, რადგან სიცოცხლე ჩემს მომავალს არ უწერია...... ..... და ასე მთვრალი,გალეშილი, გრძნობებით სავსეს, ნაბიჯი სწორად ,უშენობით,ვერ გადამიდგამს..... მოდი,შემხედე თვალებში და.... გეტყვიან სათქმელს, მათ ნაამბობზე უფრო მეტი მე რაღა გითხრა?... ცოცალი მკვდარი მიმატოვე ტრფობის საწოლზე.... ჩემი სხეული სავსე არის შენი სურნელით..... ისე წახვედი სულ რომ დარჩი ჩემში უკვდავად, ერთმანეთში რომ ჩავიკარგეთ ...მაინც მოგელი....... ავად არიან,დასიცხული,ჩემი ლექსები და უშენობას ძილში ოხვრით,ცრემლით ბოდავენ......... რითმები მკვდარი.....წერტილები ხალად მომრავლდნენ, გონებას ჩემსას მოგონებები სევდით ლორწკავენ......... უშენობაა ფოთოლცვენის და წვიმების დროს.... რით გადავურჩე ამ ოქტომბერს....ჩემ სულის ტკივილს?....... დაღამებულა....მეშინია სიბნელის ,ჩემო... შორს,სადღაც ტყეში,მარტოობას ჭოტი გაკივის........ ძალა რომ მქონდეს.....ან შემეძლოს ისე,როგორც გველს, შემოვიძრობდი შენს ნაფერებ სხეულზე კანსაც..... სულ ახლებულად დავიწყებდი წამების ათვლას...... ახლა ვინა ვარ?....ნაპირს მიმსკდარი ,მტკივანი ტალღა......... ანასტასია შიშინაშვილი 17.10.2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი