მზის სხივებივით გამთბარ გულში რომ შეგაცივებს


მზის სხივებივით
გამთბარ გულში
რომ შეგაცივებს....
აგაკანკალებს
და გაგთოშავს 
ყინვის მტევნები....
სიყვარული რომ
სიძულვილზე
გალაპარაკებს,
მერე  უფსკრულში
გაშლილ ხელებით,
გაღიმებული
გადაეშვები.......
გტკივა ისე, რომ
ტკივილს ვერც გრძნობ
და ვეღარც ხვდები.....
სინათლე არის 
ისევ ახლოს 
და ნათლის ნახვის
ლოდინით კვდები.....
ახლოა ზეცა....
რა ახლოა ახლა ოცნება,-
მაღალ მთებს სტუმრობ და
ფეხისწვერებზე
შედგომილი
ცასაც კი სწვდები!.....
სიყვარული რომ
სიძულვილზე
გალაპარაკებს,
ხვდები,-
არ ჩაუვლია
უშედეგოდ
არც ერთ გაკვეთილს,
სიყვარულის
შესასწავლად
რომ გიტარებდნენ.......
და მის კვალს გაჰყევი....
ისე ისწავლე,
შეიცანი,-მაღლა,
სულ მაღლა,
მწერვალებისკენ
საფეხურებს
სულ ბრმად აჰყევი.......
...... და გადაეშვი
უფსკრულში მერე.....
სამსხვერპლოზე
შენ თავადვე
შენით წახვედი.............
იცინი მერე
ხმამაღლა და
ისტერიულად....
გწყინს,გიხარია,
თან ფორიაქობ,
გიკვირს,
კითხულობ,-
ხიდის ბოლოს 
უვნებელად
რატომ  გახვედი...?!
მზის სხივებით
გამთბარ გულში
რომ შეგაცივებს....
აგაკანკალებს
და გაგთოშავს
ყინვის მტევნები....
შენ ცხოვრება
სწორედ მაშინ 
დაასამარე,-
თუმცა ვერ ხვდები.....
სიყვარული
სიძულვილზე
გალაპარაკებს.....
შენ დაასრულე
ყველაფერი
და ცხოვრება 
ყოფას შენსას
დაასაფლავებს......

ანასტასია შიშინაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი