გული-უფსკრული


გული -- უფსკრული....

შენ ჩემი გული მიადარე პირღია უფსკრულს,
სადაც დაღუპვა გეწერა თურმე
და ვერ გაიგე როდის, როგორ აგიცდა გრძნობა
ხელების ქნევით გადმოეშვი და ჩაიძირე.....
ჩაიხვრჩე ჩემში.....
მაშინ დავმშვიდდი... 
გიღიმოდი....
ჯოკონდას ღიმილს რომ უწოდებთ კაცები, --
ისე....

ახლა ამოსვლას ცდილობ იმ უფსკრულიდან,
ჩემი გული რომ ჰქვია სახელად...
თუმც დაგვიწყნია კანონი მისი --
მასში ჩაძირულთ 
გადარჩენა არ უწერით....
უფსკერაოა..
უძიროა...
ერთი შეხედვით პაწაწინას რომ
ამსგავსებ ნაწილს სხეულის....

შენ ჩემი გულის პირას იდექი მომღიმარი
და ზევიდან უყურებდი ტანში
დამალულ მუჭისოდენას...
სიმაღლე იყო ნაპირიდან
მის შეხებამდე....
მეშინიაო სიმაღლისო,-
მაშინ მითხარი,
მაგრამ მიზიდავს მისკენო
სწრაფვა....

არა ვთქვი რამე... გაგიღიმე....
ჯოკონდასებურად.....
გული - უფსკრული, პირს აღებდა
და ხან ხურავდა....
ეს მისი იყო მხოლოდ სუნთქვა
და შენ მაშინ დაგიცდა ფეხი,
როცა პირღიამ ამოისუნთქა....
და შეგუსრუტა.....
გადაგჩეხა...
ჩაგკარგა მასში......

თავს იწვალებ ახლა მხოლოდღა,
რადგან თავისი წესების დამცველია
ერთგული იგი...
გული შეეხო გულს და შემოახვია
მჭიდროდ მას გული...
გულის გული........
ახედე ნაპირს, ---
რა სიმაღლეა და არც ერთი 
ქვა - ღორღი,
ხელის მოსაჭიდი,
რომ აღმოჩნდე ისევ მის პირას.....

ხმაური რომ გესმის,
ეს ძარღვების კაპილარების ხმა არის მხოლოდ,
გრძნობას ახმაურებს და ჰყვება,
გამცნობს მის სიდიადეს....
იოლია ჩასვლა...
ამოსვლა ძნელდება...
არ გიფიქრია?.......

შენ ჩემი გული პირგაღებულ უფსკრულს ამსგავსე...
ახლა ვიღიმი,
რადგან გიცვნივარ...ნაწილობრივ...
მე შენ ჩემს გულ -- უფსკრულში
ჩამხვრჩალ, ჩაკარგულს გიწოდებ უკვე...
სასაცილოა,
თავისი ნებით შიგ აღმოჩნდი და
რომ გეშინია.....

დამშვიდდა გული ჩემი.....გული - უფსკრული,
ის არასოდეს ისე არ ამოამთქნარებს,
რომ აღმოგრტყოცნოს ზევით,
ნაპირზე........
მისი გახდი , დაგიჩემა..დაგისაკუთრა რადგან.....
უფსკერაოა და უძირო,
ვით ზეცის გული,
ღრუბელი რომ ფარავს ხანდისხან..........

ანასტასია შიშინაშვილი  27.01.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი