მაწანწალა


ქუჩაში, გვიან,
მაშინ,
როცა ქალაქს ეძინა,
დაღლილ - დაქანცულს...
ლამპიონები ,ტანწერწეტნი,
იდგნენ ამაყად
და ანათებდნენ
ბნელ კუთხეებს.....
ზოგსაც კი ვერა.....
შეშინებული და 
ცრემლით სავსე
ფართო თვალებით,
პატარა გოგო 
თავშესაფარს ეძებდა
მყუდროს...
ისეთს,
რომელსაც მიაგნებდა
ვერც კი ვერავინ....
ქარი უწეწდა 
შიშველ მხრებზე 
ჩამოშლილ
დალალს.....
სადღაც ძაღლებიც
კი აყეფდნენ..
აჩხავლდა კატა....
ეძინა ქალაქს.....
სამართალ დამცავთა
ავტომობილის
სირენის ხმა
ისმოდა სადღაც.....
ანდა..
სად იყო სამართალი...
ვინ რას იცავდა?...
ზურგზე პატარა ჩანთა...
გახეხილი ჯინსის შარვალი....
ფეხზე ბოტები, -
თასმებ შეხსნილი...
შავი ფერის
ეცვა პერანგი.....
თვალები ჰგავდნენ
ხასხასა ბალახს
და ცრემლი ჰგავდა
გაზაფხულის
დილაზე
ცვარ -  ნამს........
ხელუკუღმა 
იმშრალებდა
ღვარად მომწყდარ
მლაშე წვეთებს,
წამწამებზე 
მძივად დაკიდულთ......
შარახვეტია ქარი
დაქროდა
და ხელს უშლიდა
თამბაქოზე
აალებული
ასანთის ღერით
რომ მოეკიდა....
ერთ -- ორ ნაფაზში
რომ ჩაეკლა ის სევდა,
დარდი,
სასუნთქველში რომ გაჩხეროდა...
სუნთქვას უშლიდა.......
წუხელ, ამ დროს
მას კი ჰქონდა 
თავშესაფარი..
თბილი საწოლი...
თბილი ბინა....
თბილი საჭმელიც....
ბოროტებამ შემოაბიჯა 
იმ სახლში მერე
და შეეფარა ქუჩას,
დედინაცვალივით
გულ ცივს,
ანჩხლს..
უგულოს.....
მიწანწალებდა
არეული ნაბიჯით...
საით?...
არც კი იცოდა....
მიჰყვებოდა უბრალოდ გზას
და სიმყუდროვეს ეძებდა
სადმე...
თავშესაფარად.....
არც თენდებოდა.....
ეძინა ქალაქს....
ფანჯრების მიღმა
ფიქრით ხედავდა
ადამიანებს,
თბილად მძინარეთ....
მის ტოლა ბავშვებს....
ლამაზ სიზმრებს
ალბათ ხედავდნენ.....
----
რამდენი უვლია...
გზამ ზღვის ნაპირთან
აღმოაჩინა....
გადაწოლილიყო
და შერწყმული
ცის ფერი ფერის ცასთან...
მხოლოდ ზეცა იყო
დადაბლებული....
ეფარა ზღვას 
საბნად.......
ქვიან ნაპირზე
ჩამოუჯდა
მძინარეს ახლოს...
შარიშურობდნენ
ქარის ქროლვისას
მუქი ტალღები.....
სუნი --- მლაშე...
ჩურჩულ -- ჩურჩული....
შიში თვალებში...
სევდა გულში...
ტკივილი სულში....
უსახლ - კარობა...
წამის სოფლის უსამართლობა....
ამ სამყაროში
ცას მოწყვეტილი
და დაკარგული
ნათელი ხვალის.....
ქვებზე გულაღმა
იწვა ბავშვი...
მაწანწალა
და...
ჰოო..დიდი დარდი....
აღარ გათენდა....
გაგრძელდა ბნელი....
მზეს თავი მოეკლა
იმ ღამით
რადგან....
და გარდაცვლილ
სიცოცხლეს
უფრო მეტად
სიკვდილი კლავდა......
შორიდან ისმოდა
სამართალ დამცველეთა
მანქანების
სირენის ხმა....
რას იცავდნენ
ამ უსამართლობაში...?
ვინ მოუგონა 
ვუნ დაარქვა 
სახელი ანდა...?
----
სინათლე ჩაქრა...
ბნელიც ვერ გატყდა....
მძინარე ზღვის
აფოფრილ ფიქრებზე, --
ტალღებზე, ---
ნავიც  არ ჩანდა...........
სახლი....
სიმყუდროვე....
სიკვდილი გახდა.....
ღიად დარჩენილ
ფართო
თვალებში,
დაუჩოქებელი
შიშიღა დარჩა...........

  ანასტასია შიშინაშვილი15.02.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი