გისოსებს მიღმა სიცოცხლე დამრჩა (მამას)
გისოსებს მიღმა სიცოცხლე დამრჩა, არ მსურს სიკვდილის მასზე შეხება... გარეთ დარჩენილს მონატრება მდევს... როდის, - არ ვიცი გველის შეხვედრა!... წლებია უკვე ყველგან დაგეძებ, ცრემლებს მიწაზე ვამჩნევ კვალებად... იქნება გზაში შეგცილდე,სადმე და შენ მიპოვო ისევ,რამეფრად... არ მინახია შენი საფლავი, რადგან სიცოცხლე მიწით არ ძღება... შენი თვალების ლურჯი კაშკაში, წინ მიმიძღვება უქრობ ნათელად!... სადა ხარ,მამი?!.... ხმა მაინც გამეც!... ეს მერამდენედ ვიცვლი წაღებსაც.... და შენს ძებნაში სულ - გულ გადაღლილს, ღამე მიწვება ტანჯვა...წამებად!..... ბავშვი ვიყავი,როს გისოს მიღმა დამრჩა სიცოცხლე მე მონატრებად!... მის მერე გეძებ..უკვე დავქალდი... სიზმრად მოდიხარ და..მოლანდებად!......... ავდგები დილით..გზას გავაგრძელებ... იქნებ შეერთდეს გზები თავიდან?!.... სიკვდილს ვერ გკადრებ,რადგან საფლავი ვერსად იხილეს ჩემმა თვალებმა!..... ანასტასია შიშინაშვილი 22.04.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი