დაგაბრუნებდი....


დაგაბრუნებდი...
ახლებურად
დაგაბრუნებდი
და ძველებურად
ჩაგაცვამდი სულზე
ჩემს სითბოს..
დაგაბრუნებდი,
რომ არ ვიყოთ
დაქანცულები
ერთმანეთისგან...
ამიტომ ვშიშობ..........
დაგაბრუნებდი
ავდარში და
დარებში, თუნდაც!...
წვიმების დროსაც....
ქარიშხლების...
გაგიჟებისას...
წუთმა წამს სთხოვა
უკვდავება..
მიხვდა ვერავინ..
მზის გულზე
მყოფმა
გაიხადა გველმა
პერანგი......
შემშურდა მერე...
შენს ნათითარ
კანს ვერ ვაშორებ
ჩემს ვნებისაგან
გადაგვალულ
ტანის ცხელ კედლებს....
სულ რომ მაბოდებს
ნატუჩარი ყელზე
თუ მკერდზე...
ბაგეებზე და ლავიწებზე...
ვეღარ ვაოკებ
შენს სურვილს და..
ჰაერს ვხვევ ხელებს...
შენით სავსე
უფერო ფერებს....
დამდევ, ვით წყევლა...
რამდენჯერ მოგკალ –
სულ გაცოცხლდი
მეტჯერ და მეტზე.....
ვუწყრები ყოფას...
უშენობით და შენით
სავსეს....
წერილს ვწერ 
ღმერთზე..
უკანასკნელს...
და აღარ დავწერ
არც უღმერთობას...
არც სიყვარულს
ჩემში ჩემზე მეტს....
არც იმას ვიტყვი,
რომ შემშალა
გრძნობამ გიჟმაჟმა...
უფალი ისე შევიყვარე,
ვეღარ მეწამლა...
რამდენჯერ ბნელი
გამირღვია მერე რიჟრაჟმა....
რამდენჯერ დილა
მთვრალ ღამეში
თალხით მემალა.....
რა გითხრა მეტი....
ბოლო სიტყვად
დუმილი მინდა....
შენით სავსე უშენობაში
სიცოცხლეს სძინავს...
სიკვდიკს კი ღვიძავს....
---
დაგაბრუნებდი...
რომ არ ვიყოთ
დაქანცულები
ერთმანეთისგან,
ერთმანეთში
დაკარგულები.....
უკვდავებაში
ვერ ყოფნობით
ჩასახულები....

ანასტასია შიშინაშვილი 17.07.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი