ღამის ნამსხვრევზე ცეკვავდა დილა
ღამის ნამსხვრევზე ცეკვავდა დილა, მზეს დაეშალა თმა ოქროს ფერი, და შემორჩენილ სურნელად იდგა ხსოვნად დამრჩალი თვე ოქტომბერი.... სარკისებურად ელავდა მიწა (ღამის სხეულის ჩამქრალი ფერფლი), ბოლო ფოთოლი ხტებოდა ხიდან, ხეები იდგნენ შეშლილი მზერით..... დრო კი სიცოცხლეს სევდიანს ხდიდა, არ ერთდებოდნენ არც არსად გზები.... რა უდარდელად ცეკვავდა დილა ოქტომბრისა და ნოემბრის ფერხთით..... ღამის სიკვდილი არავის ფიქრად არც კი მოსვლია და უფრო მეტიც-- მის ნამსხვრევებზე ამაყად იდგა მზე,თმადაშლილი,ოქროსფერ ფერით!.... ანასტასია შიშინაშვილი 01.11.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი