სიკვდილი და სიცოცხლე


---- რატომ დამდევხარ სულ ფეხ და ფეხ, სიკვდილო?....
--- შენი სიცოცხლე რომ გადავარჩინო....
--- ჩემი სიცოცხლის გადარჩენა როგორ შეგიძლია?
---- სიცოცხლე როცა დაიღლება, ჩაიმუხლება, მე მხარს ვაშველებ მაშინ და... მე ფეხზე წამოდგომაში ვეხმარები სიცოცხლეს....ერთგულად....
--- მოიცა.... არ მესის... ვერაფერი გავიგე.... დავიბენი....
--- რა ვერ გაიგე?.... აი, მაგალითს გეტყვი: -- შენ რომ თვალები დახურე და გაგიჭირდა მერე გახსნა, -- იქ სიცოცხლე იყო დაღლილი...ძალა აღარ ქონდა.... მეტი.... ქრებოდა შენში სიცოცხლე და მე არ ვიყავი დამნაშავე, რადგან დრო არ იყო შენი ჩაქრობის.... მაშინ სიცოცხლე მე მოვაბრუნე შენში..... სიცოცხლეს მე ვეჩხუბე ძალა მოეკრიბა.... ტირილი შეეწყვიტა და შენში ანთებულიყო კვლავაც!.....სიცოცხლეს მაშინ მე მივეცი ძალა შენში სიცოცხლის!..... არც ისე საშიში და გულცივი ვარ, თქვენ, ადამიანებს რომ გგონივართ..... მე დამცველი ვარ თქვენი იმაზე მეტად, ვიდრე სიცოცხლე გგონიათ!...
---- დრო ახსენე და.... დრო როდის მოვა?....
---- დრო მაშინ მოვა, როცა დრო იქნება.... ნუ აჩქარდები.... 
---- ერთგული ვარო და.... ის დრო როცა მოვა, მაშინ მიღალატებ?.....მოღალატე გახდები?....
---- მაშინ მე ვიქნები ღონემიხდილი და.... აი, მაშინ გაიმარჯვებს სიცოცხლე!....... ის წაგიყვანს იმ სიცოცხლეში, სადაც სიცოცხლე იბადება თავად...სადაც ძალას არ კარგავს... სადაც მუდამ ანთებულია... მარადიულად...... ადამიანები რომ გარდაცვალობას ეძახით....... ღალატი არაფერ შუაშია....ღირსეულად დავმარცხდები მაშინ!...
--- სიკვდილო.....
--- გისმენ.....
--- არასოდეს ხელი არ გამიშვა...გემუდარები!......
---- რაო , ჩემო?.. სიცოცხლის შეგეშინდა?........... 
---- ხო...ალბათ....
      იღიმის.....
--- ახლა ორივე შენთან ვართ.... ორივე დაგდევთ კვალდაკვალ.... ამ სამყაროში სიცოცხლე დროებითია ისე, როგორც შენს ეზოში ამოსული ლორთქო ბალახის შვილების, --ყვავილების სიცოცხლე იყო........... ამ სამყაროში სიცოცხლე კი არა, მე ვმეფობ!.... ადამიანებს ყველაფერი თქვენურად გესმით..  გამოიგონებთ და გამოგონილების გჯერათ...გიჭირთ რეალობაზე თვალის გასწორება..ფიქრი.. ჩაწვდომა.... შენც გისაყვედურებენ, თუ იტყვი ჩემს მეუფებას დედამიწაზე...... ყველას თავისი გულის ხედვა აქვს... შენ ნუ დაიწყებ მტკიცებას....თუ იტყვი, თქვი და..გაჩუმდი........ ისედაც გაგიგებენ თქმულს, ვისაც უნდა....... ახლა კი, მოდი, ჩამეხუტე და...დაიძინე.... ხვალამდე ალბათ არც მე არ დავსუსტდები ისე, რომ სიცოცხლემ გაიმარჯვის ჩემზე!.... ისე ნუ შეგეშინდება სიცოცხლის!...... მარადიული ყოველთვის ჭეშმარიტია.... დედამიწაზე ნუ დაიწყებ ჭეშმარიტების ძიებას...ვერ ნახავ და დროს დაკარგავ უბრალოდ... მარადიული სიცოცხლისთვის იწვალე..იჯაფე...დამიჯერე, -ღირს ამად!.....
---- რა კეთილი ხარ, სიკვდილო!...... რა თბილი!.... ნათელი დამანახე...თითქოს......
 სიკვდილი იღიმის... რაღაც გულში ფაჩუნობს... ეს სიცოცხლეა, უთუოდ!....... ასე ახლოს, ასე ნათლად და ასე ერთდროულად არასოდეს არ შემიგვრძნია ჩემში სიკვდილი და სიცოცხლე..............
--- მე... არ ვიცი რა გითხრა......
--- ნურაფერს ნუ იტყვი...მოისვენე მშვიდად.... დაიძინე..... შენს სასთუმალთან ჩამოგიჯდებით მე და სიცოცხლე...გიდარაჯებთ მე ორივეს, შენც და შენს სიცოცხლესაც....იქნებ წასთვლიმოს..დაიღალოს...წამოვაყენებ ფეხზე....... ყოველ ღამით შენს სასთუმალთან ჩამომჯდარი ვსაუბრობთ ჩვენ ორნი, --მე და სიცოცხლე!........ მე მაშინ ვისვენებ, მაშინ მძინავს, როცა ის მძლავრადაა!... მხიარულად...არხეინად!........... 
---რა ერთგული ხარ!.....
---სიცოცხლეზე მეტი.... მხოლოდ ერთხელ ვმარცხდები მასთან და... ეს დამარცხება ჯერ ადრეა, თუმცა მაინც ვერას გეტყვი.... 
  ისევ იღიმის... მშვიდობიან ძილს და ნათელ დილას  მისურვებს...იმ ნათელ დილას, მრომელიც თავადაც არ იცის იქნება თუ არა.... იქნებ სიცოცხლემ გაიმარჯვოს და...მარადიულ სიცოცხლეში წამიყვანოს სიცოცხლისათვის?.... იქნებ ..იქნებ გამთენიისას დამარცხდეს იმ ერთხელ სიკვდილი..?!...... ეეჰ...ვინ იცის?..... ვინ?!... თავად სიკვდილმაც კი არ უწყის ჩემი გარდაცვალობა...........
---- მაინც ვერ გამიგია, -- რამ შეგაყვარათ სიცოცხლე ამ მიწის გულზე ადამიანებს?!.... ჩუმად ჩაიჩურჩულა სიკვდილმა და მე გავიგონე..... აღარაფერი მიკითხავს მისთვის...სიცოცხლე დუმდა და..უსმენდა...გვისმენდა ალბათ...არა, -- უთუოდ გვისმენდა!.......

ანასტასია შიშინაშვილი     25.04.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი