ჩემში ერთხმად
ჩემში ერთხმად მღერიან სიმშვიდე და ქაოსი, როგორა ვარ არ ვიცი ვეღარ გამირკვევია, ალბათ ისევ მელიან ხმები სასაფლაოსი, ოდეს გულით ნაფიცის აღსრულება მჩვევია. შევეკედლე ვუყევი შინაგანი ტკივილი, ტირილი და ხორხოცი ერთხმად გადაიფარა, სიტყვა ისმა ურყევი ტონი ვითარც კივილი, -შეიბრალე ეს ხორცი მეტად ნუღარ მიჰქარავ, ღვინისფერი ბალახი ძილმორეულ თვალებში, ახლა ისე ცოცხლობენ თითქოს წლობით სწყუროდათ, ბაგეებთან ტალახნი ჰგვანან უკვე გალეშილს, მაჯებიდან ითხოვენ რაც კი წყალი უნდოდათ, მთვარის შუქი მკრთალდება თვალს მარიდებს უთუოდ, ერთი რამე უბრალოდ არ მასვენებს თან მოვკვდი, ტანი სწრაფად ალდება ვგრძნობ რომ ვრჩები უსულოდ, ვქრები ისე უკვალოდ ვერცერთხელ ვერ შემოგხვდი. პალატა და ექთანი ბევრი უინტერესო, ფსიქოლოგთან ბაასი მეტად გულისამრევი, დაგიმშვიდდეს ეგ თავი გაუმკლავდეს იმ ხმებსო, მომაჩეჩეს ათასი რაღაც უცხო წამლები, სჯეროდათ რომ გიჟი ვარ თითქმის მეც კი მაჯერეს, თეთრ ხალათში შემმოსეს ოთხ კედელში მაჩერეს, დავუმალე რაც იყო რაც კი რამე მატირებს, ვუთხარი რაც უნდოდათ სულ ღიმილით მაცილეს. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
🖤🤍🌧️
ძალიან კარგია