უსასრულობა
დღეს ისევ არ წვიმს და მოვიწყინე, სხვადასხვა მწერლის დავიწყე კითხვა, ერთ-ერთისაგან შემოვისმინე, 'უსასრულობა' რომ უნდა ვუთხრა. ტვინს გალაქტიკა ამოტივტივდა, მინდა სიტყვების რიგად დაწყობა, მეტად შეყოლა ალბათ არც ღირდა, მაგრამ არ მეშვა ჩემი განწყობა. სიბნელე...სიშავე...არა უფრო... მონაცრისფრო?მოწითალო?...არა... არა...რაღაც...რაღაც...მეტად მყუდრო... გავშეშდი...თვალები დამეღალა... ახლა ვაკვირდი და გალაქტიკას, თვალის დახუჭვა მიემგვანება, გონი რატომღაც მძაფრად აღიქვამს, უსასრულობას - გამოსალმებად. შავი...სიკვდილი...მარადისობა... ეულად მტოვა ფიქრის ხალისმა, აღარ დამცალდა სიჩუმით ტკბობა, კარზე კაკუნი ორჯერ გაისმა... ვაღებ...არჩევნებზე თუ მოდიხართ?... ტყუილს ვერ ვიტან...მაგრამ ამჯერად... მოვდივარ...კარებს ვხურავ...დავდივარ... და ვემზადები აზრის საჭერად... მტოვებენ მარტოს...უპასუხოდ... გარბიან...წინ-წინ,ერთიმეორის... კვლავ არჩევანი...უსასრულოდ... საშინელსა და უარესს შორის... 15.10.2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
wow