შემოდგომა


ამ ვენახებს გახედეთ,
დამწიფებულ ყურძნებს,
ახლა ვინც ქალაქშია,
გული როგორ უძლებს.

თქვენ გეძახით ქალაქელ
გოგონებს და ბიჭებს:
სექტემბერში უკლებლად
ყველას რთველში გიწვევთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი