მხერხებული ძაღლი
ესაო და მესაო, მივყვეთ თხრობის წესსაო; ერთ მშვენიერ გაზაფხულზე, ერთ მშენიერ დღესაო ერთი ცხვარი წაბაკუნდა, შეერია ტყესაო, რა თქმა უნდა, უღრანი ტყე აბარია მგელსაო; არც მას დაუგვიანია, თვალი ავად ჰკვესაო: - ახლა სადღა გამექცევი, დაგიბნელებ მზესაო! - მაგრამ, დახეთ, ამბავს გეტყვით მართლა საკვირველსაო: უცებ იმ ცხვრის - ქოფაკივით ყეფა შესძრავს ტყესაო, წამს ცხვრის ტყავი გადაიძრო, კბილი გაილესაო... მგელმაც ძალი მოიცა და, მართლაც ფერი-ფერსაო, მაგრამ ყურშა უძლეველი აღარ აცლის ბევრსაო. რაც იმ მგელს დღე დააწია, ის შავი დღე მტერსაო, კბილი ყელში გაუყარა - ფარის შიშის მგვრელსაო... მწყემსებმა კი სიხარულით ქუდები ჰკრეს ჭერსაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი