მარიამის ოინები
ბებო მეძებს - სად წავიდა, მარიამი, ნეტავი, ვერ ვიხსენებ, როგორ დამრჩა ბავშვი მიუხედავი! მე კი ვწევარ გასუსული, ჩუმად „შტაბი“ მოვიწყე. ოღონდ რძე არ დამაძალონ, სულ ყველაფერს მოვითმენ! საწოლის ქვეშ შემოძრომა სულ არ გამჭირვებია, ყველაფერი რომ გაჩხრიკოს, ვერ მიპოვის ბებია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი