ჩვენი ძაღლი
ბებიას ჰყავს დიდი ძაღლი, მგელს ჰგავს, არაბრაზიანს, სიგრძით ორი ჩემხელა და ძალიან ლამაზია. პატარა კი აღარ არის - მალე მამა გახდება, თამაში კი ისე უყვარს, მაქცევს, ზედ რომ მახტება! რასაც მე ვჭამ - მასაც უნდა, თოჯინებით ერთობა, თუ ხელთ იგდო, თმას აწიწკნის, აბრაზებენ, ეტყობა. ცდილობს, დაჯდეს, სადაც სადმე ჩვენი დასაჯდომია. ძაღლი როა, კი არ იცის - თავი ბავშვი ჰგონია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი