მარიამის ჩივილი


მარიამი ვარ, პაწია,
ვარდისფერები მაცვია,
მამიდა მიღებს სურათებს - 
ნამდვილი პაპარაცია!

რომ დავუჯერო უფროსებს,
ხანდახან ისე არ მინდა!
მაგრამ აპარატს მაშინვე
ჩააჩხაკუნებს მამიდა.

იქნებ მომბეზრდა თოჯინა - 
ვთამაშობ წიწიბურათი?
- ჩემი ყოველი ნაბიჯი
იციან ფოტოსურათით!	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი