უტეხო გმირო
ბნელეთით მოცულ ტყეთა ფარდულში, ზამთრის მკლავებში სუსხიან ქარში, ცხრა მთის და ზღვის იქით გადაკარგულში, დგები და რაღაც გიელვებს თავში. ხედავ მკვდართგროვას შენს წინ გორად, უსულო არსებათ წყვდიადის ხორუმს, მშობელთა ცრემლთღვრას ვინამც იგლოვა, მკვლელთა მზე კი შორიდან კვლავ დუმს. მიწას შეეხე და გაიხსენე, ვისი სისხლი გაქვს, ვისი მოდგმის ხარ, და დაე მტრები დაჩოქილ გხვდებოდნენ, როცა იგებდნენ რომ შენ მოდიხარ. ცეცხლსაც მიეცი იქაურობა, ფერფლად რომ იქცეს ძველი სამყარო, ამ ცეცხლში გამოწრთე შენი მახვილი, რათა მიწიდან მტრები აყარო. დანდობა ჩაბარდეს უძველეს წარსულს, ჟამია ახლა შურისძიების, ნათელი სთხოვე მზის ლამაზ ასულს, ისმოდეს მტვრევის ხმა ჩვენ მიწის მტრების წვივების. ხმამარლა მოსძახე "მრავაჟამიერ", სიკვდილი იყოს მხოლოდ წამიერ, მზერა უსწორე სინათლის ბორბალს, მისი ყმა იყავ იმერ-ამიერ! და როცა ფრთებს გაშლი სულეთის ველზე, თავისუფლების ძეო უდრეკო, ნათელს შეჰფიცე შენი სიცოცხლე, შენი მიწისთვის გმირო უტეხო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი