მგალობელნი გლოვისანი


ცრემლთა ზღვას სევდით ავსებულს,
მკვდართა გლოვის ხმა ედება,
დილით წვიმა წამოსული აქრობს ჩვენ ცეცხლს ანთებულს,
და ეს ტანჯვა ქვეყანაზე არაფერს არ ედრება.

გულს რომ გვიჭამს, ღვიძლს გვიკორტნის,
წარსულთ ფიქრი მეათასედ წყეული,
ლამპრით ხელში, ბნელ ტყეებში,
მსურს ვიპოვო ზეცის დიდი გრძნეული.

ვკითხო ჩემი გასაჭირი როდისღა განელდება,
ზეცა წმინდა წაბილწული მიწას როდის ერთვება?
როს იქნება ცაზე ჩემი ბოლო გაელვება,
ჩემ სამარეს დილის ცვარი როდისღა დაედება.

კვლავაც ვეძებ პასუხებს, მზერა მიპყრია მთვარისკენ,
ბედისწერამ ჩემ ძმებს არქვა ფრთოსან ძენი ომისანი,
მე კი ქვეყნად მოვევლინე ტანჯვისთვის და ცრემლთღვრისთვის,
ბანს მაძლევენ ზეციურნი მგალობელნი გლოვისანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი