თარჴონ ომისა
ძმანო ომისა თქვენი სურვილი, კვლავ გაილაშქროთ-გაინავარდოთ, აღვასრულოთ, მოიკალთ წყურვილი, და უცხო კერპის ხატი დავაგდოთ. ზეცა გაიხსნა და მის გულში ვხედავ, ხმლიანს, აბჯრიანს ბრწყინვალე თარჴონს, მუხლს მოვიდრეკ და მივესალმები, ჩემს მარადჟამ უძლეველ ბატონს. ბარბალეს ლოცვით და თარჴონის ძალით, კვლავ დავიბრუნებთ წაგვართვეს რაც კი, მის ვერცხლის ხმლის ქვეშ, იბერო-კოლხნო, ჩვენ ვერ გავიგებთ რა არის მარცხი. ჩვენი ყიჟინა მოიცავს ამ მთებს, ბანსაც მოგვცემენ ლაზეთის მგლები, და ჩემო მიწავ შენაც იღვიძებ, დაჭრილი, თუმცა ფეხზედაც დგები. თარჴონ ომისავ! მარადჟამს დიდო, შენაც გაგვიძეხ ომში-ბრძოლაში, შენ დაწვი მტერი ჩემი ერისა, გზას კი ჰნათობდეს ბარბოლ-დოლაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი