აუჯანყდი


უწმინდური ცეცხლით შემკულს,
შავსხივოსან მზეს რომ ვხედავთ,
რად არ ვაბამთ მზეებრ ფერხულს?
აჯანყებას რად ვერ ვბედავთ?

რად არ ვლესავთ მამათა ხმლებს,
რად ვემხობით მიწას თავით,
რად გვადგამენ უღელს მზის ძენს?
რას გვძირავენ შვა ზღვას ნავით?

სადამდე მოითმენს ეს ჩემი გული,
როდემდე აიტანს ამ დამცირებას,
ერთხელაც ნახავთ ჩვენს აღზევებას,
და თვენც მოისმენთ ძვლებისა მტვრევას.

კვლავ აღვზევდებით და კვლავ აღვაპყრობთ ცისკენ ხელებს,
და დავიბრუნებთ რაც კი წაგვართვეს ძალით,
წყვდიადის მსახურთვის გავთლით ჩვენ ძელებს,
და კვლავ შევმუსრავთ ზეციურ ალით.

და ღმერთნო ჩემნო - მკლავი მიმაგრეთ,
წინ გამიძეხით სამშობლოს მტრისკენ,
და სული ჩემი ტაძარს მიაგნებს,
როს გავეშურო მე დედა მზისკენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი