მეხთა ქალაქი


საუკუნეთა ჰორიზონტზე დგას,
კვლავ მომავლისკენ უჭირავს თვალი,
მჯერა, გავიგებთ წინაპართ ხმას და,
კვლავ დაიკვრება წარმართთა ქნარი.

ზეცაზე ეტლით კვლავ ინავარდებს,
დედა ბარბალე, მამა არმაზი,
კვლავაც აღდგება ნანგრევებიდან,
ეს მხარე ჩემი ტურფა, ლამაზი.

ხალხი მოსილი თეთრი კაბებით,
მცხეთის გორაზე ქურუმთ გალობა,
დაკარგულ სხივთა ჩუმი ნარნარი,
საქმით ნანახი ღმერთთა მადლობა.

სისხლით ნაკურთხი ეს არე-მარე,
ცის საკიდელზე ბრწყინვალე მზე,
მუხლსაც მოიდრეკენ ძენი მზისანი,
არმაზს დანახულს ლურჯფერ ზეცაზე.

თავსაც ვავედრებ ქალაქს დაცემულს,
ჰორიზონტს გასცდება ქალაქი მეხთა,
წინაპართ ხმაზე ნანგრევებიდან,
კვლავაც აღდგება ძველი მცხეთა.

ცეცხლის ბატონი კვლავაც აანთებს,
ჩვენს გულში წარმართულ ცეცხლის ალს,
და ცეცხლი წყვდიადს კვლავ გაანათებს,
და კვლავ გავლესავთ წინაპართ ხმალს.

მეხთა ქალაქი ნანგრევებიდან,
დიდებულობით აღდგება კვლავაც,
მამბერის ყმუილი სვანეთის მთებიდან,
შემუსრავს ურჯულოს, მტერსა და მავანს.

და კვლავ აღდგება ჩემი ღმერთების,
ოქროს ხატება მზის სხივთა ტრფობით,
კვლავ დავიბრუნებთ რაც კი წაგვართვეს,
არა მშვიდობით - არამედ ომით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი