რომელ ღმერთს ვთხოვო შენი თავი?


მერამდენეა ღამე წყეული,
ან მერამდენედ მთვარე მეძგერა,
მერამდენეა ან ეს სტრიქონი,
და ეს სიტყვებიც უკვე მეძველა.

მერამდენედ ვარ ისევ იმავე,
ადგილას, სადაც მსოფლიო იწვის,
სადაც მზის სხივის ბაგეზე ტრფობა,
მხოლოდ მახინჯმა და ბრიყვმა იცის.

მერამდენეა ზურგში ეს დანა,
ნეტავ ითვლიდი, ძვირფასო ტასო?
ყველა ჭრილობა, ხორცაგლეჯილი,
შენ დაგავიწყდა, მე კი ჯერ მახსოვს.

ლაღი ჩიტივით ფრთებად გაშლილო,
იცოდე, შენ ფრთების ნუ გაქვს იმედი,
რადგან მეგონა მიზნამდე ფრთები,
მიმიყვანდა, თუმც ვერ მივედი.

მერამდენეა ღამის სიწყნარე,
ქუჩაში მოძრავი სამი მანქანა,
ვნახე ფანჯრიდან, და ცას ავხედე,
გავუნდე, ცხოვრებამ როგორ დამღალა.

რამდენჯერ ვეცადო მე გამოჩენა,
მერამდენეჯერ ჩემ თავთან ვიბრძვი,
ანასტასია, ტკბილად იძინე,
და არ იდარდო დღემდე რომ ვიწვი.

და მერამდენედ კვლავაც ვმარცხდები 
და მე აღარ მსურს ვინმეს ვებრძოდე,
მსურს შორი გზიდან სახლში მოღწეულს,
ჭიშკრის თავშივე მეგებებოდე.

მერამდენეა ღამე წყეული,
რომელ ღმერთს ვთხოვო შენი თავი,
და ცეცხლის ზღვაში ცენტრში მოქცეულს,
კვლავ მეძირება ოცნების ნავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი