არტავოზ


სადღაც წყვდიადის სამფლობელოში,
დედა ართავოზ ცრემლს ღვრიდა ცხარეს,
მისი კივილი ესმოდათ ღმერთებს,
მისი გოდება იმ არე-მარეს.

სახეს იხოკავს დედა ართავოზ,
ნარველი ფლეთდა მის სათუთ გულს,
არავის ახსოვდა, ის დაივიწყეს,
შეიძულებენ მას გადაკარგულს.

შავად მოსილმა, ბნელეთის დედამ,
მან გადაწყვიტა შურისძიება,
ყოველ სიკეთეს გზად იგი ფლეთდა,
და ბოროტების ფერხულში ჩაება.

სისხლის წყურვილი კვლავაც მოილტვის,
ავსულთა ლაშქარს კვლავ შეკრებს იგი,
კაცობრიობის ნათელს დაჩრდილავს
ბნელეთის დედის ორი რქა დიდი.

ცრემლი იშორე თვალიდან დედავ,
ფეხზე დადექ და გაიმართ წელში,
შენი სახელის ხსენებას ვბედავ,
ხმალსისხლიანი მტერთ გულით ხელში.

თუმც როცა რჩებოდა იგი მარტო,
ტანჯვის ცრემლებით შავ მიწას რწყავდა,
ყველასგან მიტოვებულს,
გლოვის ცეცხლი მარადჟამ წვავდა.

მარტოობის ჟამს, ტანჯვის სუდარა,
კვლავაც ემოსა ცრემლთაღვრის დედას და,
სახეს იგლეჯდა და სისხლს ითხოვდა,
ბედნიერების ტრიუმფს რომ ხედავდა.

შენ ჩემო ართავოზ გაშალე ფრთები,
მიწა დაჩრდილე და შენი ხმალი,
ყველა ცოდვილი გასრისე ფეხით,
ვინც კი შებილწა წარმართულ ალი.

და შენ არ იცი სიყვარული,
შენს გულში ბუდობს მარადჟამ ტანჯვა,
შენი სახელი დღეს ნიშნავს წყევლას,
დაე მათ დედებს თალხ მარად აცვა.

ნუთუ არა აქვს შენს ტანჯვას ბოლო,
ნუთუ მარადჟამ მეც შენთან ერთად,
ერთ ბოძზე ჯაჭვით ვართ დაბმულნი,
ნუთუ ეს გვერგო შენ და მე ბედად?

მშვიდად იყავი, ცრემლი იმშრალე,
თვალნი შენი ზურმუხტს რომ გიგავს,
არ წაიშლება შენი ხსენება,
მანამ სანამ პირში სული მიდგას.

შენც დაიხსნები ბორკილებისგან,
კვლავაც გადმოხვალ სინათლის მხარეს,
უწინ რაც იყო სულ დაივიწყებ,
კვლავ გაანათებ ჩვენს არე-მარეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი