ისევ გათენდა, ისევ უშენოდ


ისევ გათენდა, ისევ უშენოდ,
შენს მოლოდინში ისევ ღამდება,
ისევ გათენდა, ისევ უმზეოდ,
და ჩემი სისხლიც უკვე თავდება.

ისევ ლოგინში, კალამი ისევ,
მზერა კვლავაც რომ ფანჯრისკენ არის,
ანარეკლია შუშაზე ცისფერ,
ლოგინში თეთრი სუდარით მკვდარის.

ოთახში ბნელა, მხოლოდ სიტყვები,
ფანჯრიდან სურნელი ნამიან მიწის,
გარეთ ისევ იმ ზამთრის ყინვები,
და გატეხვის ხმა უძველეს ფიცის.

ისევ ის სახლი, ისევ ის ქუჩა,
ისევ ის ფიქრი ჩემი ერთგული,
დღეს ვერ ვსაუბრობ, ვაგდივარ მუნჯად,
შენ კი შორიდან კვლავაც მემდური.

უკვე გათენდა, მზე კი არა ჩანს,
ისევ ის ღიმილი სახეს შემხმარი,
ვუყვები როგორ ვართ, უცნობ ვიღაცას,
შენ ცოცხალი და მე კი მკვდარი.

ისევ იმ ფოტოს ამბორში ვკვდები,
კვლავ მერამდენეჯერ მიწევს შობა,
უმზეო ზეცას მივეგებები,
უმალ დადუმდა და კვლავაც მოთოვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი