ვბადებულვარ ამ დღეს დილით
ოცდაერთის გავხდი უკვე, შენ კი ისევ სჩანხარ განა, ოცდაერთჯერ გულში დამეც, შენი ბასრი ზიზღის დანა. არც კი გახსოვს თუმცა იყოს, ნუთუ შენ ხარ ვალდებული? თუმცა მე რა დავაშავე, რომ ვარ მუდამ ბრალდებული. ბრალდებული ბედის მიერ, ანაბარად ტოვებული, მგელთსაჯიჯგნად, ლეში ყვავებს, დარდი გაბატონებული. ტარტაროზი ქვა უძრავი, ხან კი ლავა ანდაც ზვავი, ახალგაზრდა ბიჭი ვიყავ, ახლა ოთხზე მყოფი გვამი. რა მიქენი შე ურჯულოვ, ღმერთო, ჩემი ბრალია? ნუთუ ვერას გავაგონე, რატომ მტკივა ძალიან. თუმცა იგი არც მე ვიცი, ვბადებულვარ ამ დღეს დილით, ამ სტროფებმა ის გადმოგცეს, რაც ვერ ვბედე ჩემი პირით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი