მოგონებების დიდი არმადა (დეკემბრის ცივი ცამეტი)


კიდევ რამდენი ღამე ვათენო?
და სათვალავი კვლავ ამერია,
თუ კი ინგრევა - რაღად ვამრთელო?
დღე კი დეკემბრის ცივი ცამეტია.

მოღრუბლულია ცაც კი აღარ ჩანს,
მხოლოდღა მთვარის სინათლე მკრთალი,
მე კვლავ გიცქერ, აწი მარადჟამს,
გავბედე შენსკენ მოვხედე თვალი.

შენ არც მიყურებ, მკადრულობ არც კი,
და არც პასუხობ ჩემ დასმულ კითხვებს,
რამდენჯერ ვიგემო ამ გზაზე მარცხი?
არაფრად აგდებ ჩემს ნათქვამ სიტყვებს.

ალბათ მომიწევს შენს სახლთან მოსვლა,
მანდ ახლოს დგომა და დროის ნაყვა,
ეს ურვის თასი რამდენჯერ მოვსვა?
მაგრამ მწადია კვლავ შენი ნახვა.

ფიქრებს ვერ ვთოკავ კვლავ ეს ქვითინი,
ოჰ, მერამდენედ მიტევს ამაღამ,
კვლავ ის ტკივილი, გამანადგურა,
მოგონებების დიდმა არმადამ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი