მამულო


მამულო მე შენ სიწმინდეს ვეტრფი,
მეც უნდა ვლესო შენთვის მახვილი,
შეგაკლა თავი და სისხლი ვღვარო,
და ვიყო შენთვის მსხვერპლად მარტივილი.

მზე ვიყო შენთვის ცაზე მბრწყინავი,
ღამით კი მთვარე გზებთა მნათობი,
კავკასიონზე თეთრი მყინვარი,
შენს სიყვარულში მარად ნათრობი.

მამულო მე შენ სითეთრეს ვეტრფი,
სისხლისფერ გზები შენი გავლილი,
ცრემლები გიშრო და განუგეშო,
შენ ჩემო დედავ, რომ ხარ დაღლილი.

ცად გადაგეკრა ვით ვერცხლის ფარი,
და ვიყო შენთვის მცავი მახვილი,
ავდართა შემდგომ ვიყო მე დარი,
ცრემლები ვიყო შენთვის დაღვრილი.

შენ ჩემო დიდო მშობელო დედავ,
დაჩოქილ ნუ ხარ, აბჯარ აისხი,
შენ დიდებულო შენს ქებას ვბედავ,
და ვნახოთ ერთად თეთრი აისი.

თეთრად იმოსე და დაწვი თალხი,
ბრუნავენ შენთვის მზეები მარად,
აღარ მანახო შენი ცრემლები,
ყველა შენ გეტრფის მთებში თუ ბარად.

მიყვარხარ ძლიერ სამშობლოვ თეთრო,
ღმერთთა ნაკურთხო წინაპართ მიწავ,
მზეც ხარ და მთვარეც მამულო ჩემო,
შენს კარზე ვდგავართ და ხმლებით გიცავთ.

მეც მსურს შევწირო სიცოცხლე ჩემი,
შენს ლამაზ სხეულს, მკლავებს და მკერდს,
ღმერთების სახელს მარადის ვლოცავ,
ამაყად ვხვდები ჩემთვის დაწერილ ბედს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი