დიდება ღმერთს
ღმერთო შენ ხარ დიდებული, უმაღლესი, ჩინებული, ოქროს ტახტზე მჯდომი მეფე, სიტყვა ტკბილი-ლხინებული, თვალნი შენნი, ვით ვარსკვლავნი, ბრწყინვალე და მხილებულნი, ბაგე შენნი უტკბილესი, ვით ბადაგი ტკბილეული. შემოქმედი ცის და მიწის, სამყაროსა და ბუნების, ყოვლისმცოდნე, ყოვლისმქმედი, უფალ კაცთა გულების, სიბნელეში სინათლე ხარ, იმედ დაკარგულების, და სამართლის რისხვაცა ხარ მტრებისა და ცრუების. შენი მზერა, ცეცხლოვანი და სიტყვები სანუკვარი, გულს ედება როგორც თაფლი, წმინდათწმინდა ვით ნუგბარი, თვით სიცოცხლევ უსაბამო, უჟამო და დიდებულო, შენი ყმა-ძე მუხლმოდრეკილ, ქედსაც ვიხრი, ბრწყინებულო. ღმერთთა ღმერთო მზე ხარ ცაზე, ღამით მთვარე ვერცხლისა, ჩემი მზერა სამარადჟამ მხოლოდ შენ ერთს გეტრფისა, მიწაც შენ ხარ და ბუნებაც, ძალიც შენ ხარ ცეცხლისა, შენ ხატებას თვალი ჩემი ვერადავერ ითვლისა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი