წინასწარმეტყველება


მყინვარწვერიდან გავყურებ,
ომისგან დაცლილ წინაპართ სოფლებს,
გადამწვარ ველებს, სისხლისფრად ღებულს,
დედაკაც ქვრივებს, შვილებს კი ობლებს.

ქარქაშს დაჟანგულ ზეციურ ხანჯლებს,
სისხლიან წვიმებს მდინარედ ქცეულს,
ურჯულოთ ხელით გადამწვარ ტაძრებს,
და მოხუც ბრძენკაცს, ჯადოქარს, გრძნეულს.

ახდა სიტყვები, მის მიერ თქმული,
ყოველმა ნახა სიკვდილის ბჭენი,
როკაპს მიართვეს, ბოროტი, კრული,
დაცემულ ძეთა გულ-ღვიძლი, ძღვენი.

ცეცხლმა მოიცვა კავკასის ველი,
ტყეთ ასდიოდათ შავ-ბნელი კვამლი,
დუმდა, გოდებდა მრავალი წელი,
მდუღარ ცრემლს ღვრიდა ბებერი ხვამლი.

მთები მოიცვა უკუნით ბნელმა,
არც გადმოგვხედა ზესკნელის დასმა,
და მზე ჩაყლაპა ნიშხა გველმა,
და მეფედ სულ სხვისი ღმერთი დასვა.

სისხლიან ველებს გავყურებ მთიდან,
დაცემულ მეომართ სულების გალობას,
იმედის ცეცხლი ნელ-ნელა ქრება,
აღარ მოველი ღმერთთა წყალობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი