ღამის წყვდიადი ჩამოწვა ტყეში


ღამის წყვდიადი ჩამოწყვა ტყეში,
ზეციდან მთვარე დამყურებს ვერცხლის,
ტყეში ვარ მარტო სევდასთან ერთად,
სიბნელეს სინათლე ფანტავს ცეცხლის.
ვზივარ და ნელა მიკვდება გული,
ჩემ სულს ფლეთს შენზე ფიქრები,
შენ არ იცი მაგრამ მე დღემდე,
ნელი ტემპებით ,მაგრამ მაინც ვკვდები.
ღამის წყვდიადს ერწყმის ჩემი სილუეტი,
ეს ცეცხლიც უკვე ნელ-ნელა ქრება,
მე კი ვიწვი და არემარე,
ვითარც ქვესკნელი ისე ნათდება.
როგორ მკლავს შენზე ფიქრები,
როგორ დავეცი ასე მწარედ,
ეს თვალწარმტაცი არე-მარე,
გადამიქცევია ცრემლის მხარედ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი