შემოდგომის დილას
შემოდგომაა ჯერ თუმცა როგორ აცივდა, საბნის ქვეშ ვმალავდი თავს სხივებისგან, როგორც კი თვალებს ვხუჭავდი ვხედავდი, შენ ღიმილს ბრილიანტის თეთრ მძივებისგან. სადღაც ერთ ვიწრო კარის ჭუჭრუტანიდან, კვლავ გიცქერ როგორც აკრძალულ ნაყოფს, კიდევ გავსინჯე - კვლავაც მომწამლა, ისევ მიმწარებს სიცოცხლის სამყოფს. რით ვეღარ ვაგდე გულიდან ჩირქი, მეტასტაზივით ტვინსაც მოედო, ახლა მსურს ავდგე საქმეს მივხედო, ღამე ვიფიქრო და კვლავაც დავეგდო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი