მელაანის ომის ტაძარს
დროის მდინარის წყალში ჩახრჩობილ, წინაპართ რწმენის უძველეს სიბრძნეს, მშობლიურ მიწაზე მდგარმა მცველებმა, მორიგე ღმერთის ხატება იცნეს. თუმც მივიწყებულ - დაუმარცხებელ, ცოცხლად ვუდგავართ ვითარცა სვეტნი, და თუ დავმარცხდით - კლავაც ვიომებთ, ხვალ კი ვიქნებით ათასჯერ მეტნი. მოვუხმობ მშობლიურ მიწის ძალას, ოქროს ტაძართა დიდებულ ბრწყინვას, ჰორიზონტს ვხედავ ჩვენს ოქროს ხანას, როს მზე ამარცხებს უკუნით ყინვას. ოდესღაც შენი წმინდა კედლები, ისმენდნენ ქურუმთა ცოდნის გალობას, უშრეტი ძალა გედგა ვით სვეტი, იღებდი ზეციდან ზესკნელის წყალობას. შენ მელაანის ომის ტაძარო, აღდექ მკვდრეთით და გაიმართე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი