დიდება გარდაცვალებას
ავალ მთაზე და სევდიან სიმღერას, ფანდურთან ერთად დავღვრი მე ცრემლებს, გავატან ქარსა და მტკვრის დინებას, მოვუხმობ მამათა უძველეს ღმერთებს. დაგლეჯილ გულს მითბობს მწველი აისი, ჭრილობებს მიხორცებს ადგილის დედა, და შეჩერდება ბედისმწერალი, ჩემ ბედისწერას მარად რომ წერდა. შევეგებები მზესაც სხივოსანს, უკან დავტოვებ მეგზურ წვალებას, სხეულს შევახებ მშობლიურ მიწას, უკუნი დიდება გარდაცვალებას! მგებრთა ლაშქარი სულეთის გზიდან, ამხედრებულნი მომაკითხავენ, და გავუყვებით უდიდეს ბილიკს, სამარადჟამოდ იქ წამიყვანენ. იქ სად სავანე ჩემ დიდ წინაპრებს, მარადიულად ბინად უდვიათ, სად სააქაოს სატრფო მინატრებს, სად მტერთა სისხლი მარად სწყურიათ. გამოვცლი ყანწებს და ძველ სიმღერას, პაპებთან ერთად მეც შემოვძახებ, ზესკნელს დავლოცავ და სააქაოს, ჩემ ანდაბიდან ქვე გადმოვძახებ. სად კამალაზე სულეთის ღმერთის, ტახტის სხივები ნათობენ მზედ, მეც მსურს მონათვლა თქვენებურ წესით, მეც ჩემი მოდგმის სისხლი შუბლს მცხეთ. ასე მოვშორდი სამზეოს მიწას, ასე ვასრულებ მე დღეს ვაებას, სამარადჟამოდ მინდა ისმოდეს, დიდება, დიდება გარდაცვალებას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი