ბავშვი - ჰამლეტი
შენ ისე ფრენდი ფრთების გარეშე, რომ თავად ღმერთი ნახე ქარებში. წლები ითვალე, ძველი განა შენ - მთვარის სიმთვრალის სუნთქვით გალეშილ და გაძარცული მიწის მხარეში დიდი წარსული ჩანდა ხვალეში. შენ ისე მოკვდი ყველას გარეშე, სიცოცხლე მოგდევს სიანკარეში. ფოთოლცვენობდი ბავშვი - ჰამლეტი, თითო ფოთოლი იანგარიშე და დაინახე ზეცის ნაფლეთი ქუჩის ტალახის სიანგარეში. შენ ისე ფრენდი ფრთების გარეშე, რომ თავად ღმერთი ნახე ქარებში. "მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი