მარტოობაში, მე ვარ ყველასთან
მარტოობაში, მე ვარ ყველასთან და სუყველასთან დავდივარ მარტო… სხვა ცისარტყელად ამიფერადდა, ნოემბრის მერე, გულფიცხი მარტი. გულს მეფონება წყვდიადის როკვა, ტკბილ ტკივილამდე რომ აცოცდება. მე იგი მიყვარს, ვინც სხვისთვის მოკვდა და ჩემთვის სწორედ ახლა ცოცხლდება. მე სული მისი კვლავ უნდა ვკოცნო, მე მისი ლექსის დავცლი ფიალებს. ტკივილით ვცოცხლობ, ტკივილით ვცოცხლობ და მარტოობის ვარ მოტრფიალე. "მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი