ბეხან
"კლდეებში კვდება აქლემი ბეხან! - დავარდნილი - მიტოვებული..." (გრ. რობაქიძე) თუმც ღამე მრავლად გამიწელია და ხორშაკებიც მითვლია მე ხან, ო, შენ თუ იცი რარიგ ძნელია სიკვდილი, ბეხან. კლაკნი ჰორიზონტს ოხვრის ბგერებად და აღსასრულით უდაბნოს შვენი... რა დაგრჩა? - გონჯი მშვენიერება - სიკვდილი შენი. "მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი