თითი
იგი მოიჭრა ჩემთან სკვითივით, მღვრიე თვალებში ეჯდა ავაზა. და აუვარდა, უცებ, ქვითინი და სიყვარული შემომთავაზა. მე გამივარდა გული მეხივით და სივრცეებში გადაიფანტა... სხვა რა შემეძლო ქვეყნად მეხილა - ჩემ წინ, მტირალი, იდგა ინფანტა! მზეს გაუსწორდა ჩემი აზარტი, უსასრულობით თავგზა ამებნა და... მე დავიწვი თითი ასანთით და გავუწოდე დასაამებლად. "მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი