საეზი დამიენ - გამოსავალი
ბევრი სისხლი – კედელზე, ბევრი კედელი - ქვეყნებს შორის, ბევრი ქვეყანა – კავშირში, ბევრი კავშირი სავალუტო, ბევრი უთანასწორობა, ბევრი ფული, ბევრი ბანკი, ბევრი ომი სამშვიდობო, ბევრი ბავშვი მომაკვდავი, ბევრი იმპერიალიზმი, ბევრი კაპიტალიზმი, ბევრი ლიბერალიზმი - თავისუფლების გარეშე! აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! ეს თაობა ოცნებებით აღარ ერთობა! აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! ძალა ერთობაშია, მაგრამ ვინ ქმნის ერთობას?! ბევრი შიმშილი – ქვეყანაზე, ბევრი მაკდო, ბევრი ცოფიანი ძროხა, ბევრი ტელევიზორი, ბევრი კომბლებით მოთამაშე, ბევრი კვირა – წელიწადში: - ჰო, გენაცვალე, პრივილეგირებული ვარ! ბევრი იმპერიალიზმი, ბევრი კაპიტალიზმი, ბევრი ლიბერალიზმი - თავისუფლების გარეშე! ბევრი ექსპერტი, ბევრი რეცეპტი, მაგრამ არაფერი - სიღატაკის და საშინელებების ამხსნელი! ეს ბაზრის კანონია, ეს აღებ-მიცემობაა, მდიდრებისთვის მიცემა, ღარიბებისთვის წართმევა. როდის მიხვდებით, რომ ჩვენ ამას არასდროს დავმორჩილდებით?! აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! ეს თაობა ოცნებებით აღარ ერთობა! აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! უარი - სისტემას კეთროვანს! 2002 (ალბომიდან God blesse) თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი