ფერე ლეო - სენ-ჟერმენ-დე-პრე
სენ-ჟერმენ-დე-პრეზე ვცხოვრობ და ყოველ საღამოს ვსტუმრობ ბებერ ვერლენს. არ იშლის ჩვენი პიერო სენის ნაპირზე სიარულს, სხვაგან ვერ ძლებს. არ ვავიწყდებით ძმები აპოლინერს, მოდის, რომ ლამაზები გვაპოვნინოს. გვინდა, ერთმანეთს გული გავუხაროთ, მაგრამ არა გვაქვს ფული, სამწუხაროდ. დახეთ ამ მიეთ-მოეთებს, ამ ორგროშიან პოეტებს, უფერულებს! დახეთ ამ ვითომღატაკებს! თითოეული ქადაგებს უფულობას. ლექსებს რომ გახედნიან, რითმით მდიდარს, კვდებიან და ხედავენ ფერად სიზმარს. ლათინურს ღაღადებენ შეკრებებზე, შიმშილი არ ადარდებთ სენ-ჟერმენზე. სენასთან ახლოს, იცოდეთ, თუ ჩაიარეთ ვისკონტი ან აბეი, გადაგეყრებათ მაშინვე პოლ ვერლენი, ან რასინი, ან ვალერი. და თქვენთვისაც გახდება გასაგები, თუ რატომ ხარხარებენ ღატაკები. იფიქრებთ, “ეს ხომ, ალბათ, ჩვენც შეგვეძლო!”… მოდით, მათ მივესალმოთ სენ-ჟერმენზე! 1950 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე "პირველი სხივი", n°6 (36), 2023 ფრანგული შანსონი, ინტელექტი 2015 "ლიტერატურული პალიტრა", იანვარი 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი