მარია ბაროსი ლინდა - ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს


ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს.
ქალის სხეული იმისთვისაა შექმნილი, რომ შიგ შეაღწიონ.
კაცები ყოველდღიურად პოულობენ
ნებისმიერ საშუალებას
იქ შესაღწევად,
და იქიდან გამოსაღწევად.                                             
მხოლოდ ენის და
ფიქრების ამოხრახნა უჭირთ ცოტა.

ამ ნერვულ გზააბნეულობაში, პოეტიც კი იტყვის,
რომ იმ ფორმებს შორის, რომელსაც კაცი ფლობს,
ქვა ყველაზე ნაკლებად გამძლეა.
იმსხვრევა.

საყოველთაოდ ცნობილია – ქალის მუცელი
ზეცისაკენ
არ უშვებს სევდას,
მოგონების კოროზიულ მჟავებს მოისვრის
მარადისობასთან ხანმოკლე – ელვისებურ -
შერიგებაში.
წყვდიადს ესწრაფვის.
ბარძაყის კუნთი მას ღალატობს ნებისმიერ დროს:
ფორმას იცვლის სხვა სქესის შუქზე.

ამიტომ ვამბობ, რომ  ღმერთს კარგად არ დაუხურავს
ქალი.
რომ მის სხეულში, შეიძლება, შეაღწიონ,
ოღონდ - სულ ოდნავ, საკმარისად მხოლოდ იმისთვის,
რომ დაკლაკნისას, დაინახონ შიგნით ღმერთები.

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პირველი სხივი", n°6 (36), 2023
"ინდიგო", ივნისი 2019
თბილისის მე-5 საერთაშორისო ლიტ. ფესტივალი, მაისი 2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი