რემბო არტურ - განცდა
როცა ზაფხულს საღამო გადაღებავს ლურჯებით და ბალახი თავთავთა გასათელად მიმიშვებს, შევუყვები გრილ ბილიკს, ტერფით შევეურჩები და ნიავქარს მივუშვერ ჩემი შუბლის სიშიშვლეს. დავდუმდები და ფიქრიც მიმატოვებს მოშურნე, მხოლოდ, თხემით ტერფამდე, სიყვარული მომიცავს, გავიჭრები შორი-შორ, ვით სიმღერა ბოშური, ლაღი - როგორც საყვარელ ქალთან სეირნობისას. 1870 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე "პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2011", დიოგენე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი