სელინი ლუი-ფერდინანდ - ციხის სიმღერა
ჩაიცვით ყველამ! თითო შარვალი! ხშირად მოკლე და ხანდახან გრძელი. თითოც ქურთუკი მრგვალი! ჟილეტ-პერანგი გამოსასვლელი, მძიმე ბერეტი და ფეხსაცმელი მსოფლიოს წყლებზე მსვლელი!.. * * * აღმოსავლეთი, ფერია სულთა, ზედ ჩემი კარვის ზღურბლთან მოფ-რინ-და... მოშიშვლებოდა დუნდული სულმთლად... და ცალი თვალი ჰქონდა ბოქ-ვენ-თან... * * * ეცეკვება ყმაწვილებს მეწისქვილის გოგო! შემოხსნია საწვივე, საწვივე... * * * თითო წვეთი დასალევი გველის ზევით! თითო წვეთი დასალევი!.. 1936 (რომანიდან "სიკვდილი კრედიტით", სულაკაურის გამომცემლობა 2018, მთარგმნელი: მერაბ ფიფია) თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი