დე მიუსე ალფრედ - ბოლო სტრიქონები
თვრამეტი თვეა ტანჯვის და დარდის, რაც საიქიოს მესმის თარეში, თვრამეტი თვეა, სიკვდილი დადის და ყოველ მხრიდან მიმზერს თვალებში. რაც უფრო ვებრძვი, მით უფრო მიცავს სასოწარკვეთა და ნაღველს ვრჩები და როცა ნაბიჯს ვაგებებ მიწას, ვგრძნობ, გულისცემა ჩერდება ჩემი. მეცლება ძალა და ნადგურდება, ბოლო ბრძოლაში ცვდება სხეული და შემართება ისე დუნდება, ვით დოღის ცხენი ქანცმილეული. 1857 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე "ლიტერატურული გაზეთი", სექტ-ოქტ 2012
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი