გარი რომენ - მე ჩემს ანტიკურ საკანში ველი
მე ჩემს ანტიკურ საკანში ველი - კიდევ რამდენი ელოდა ასე? - როდის დასვამენ სულ ბოლო წერტილს, როდის ისვრიან ჭურვს უკანასკნელს. როდის იქცევა თავისუფლების ბოლო რაინდი წარსულ აჩრდილად და ევროპელი პატრიოტები ბოლო ქვეყანას როდის დაშლიან. როდის იქცევა პროვინციებად დედაქალაქი ყველა, უკლებლივ, და უკანასკნელ ეროვნულ ჰიმნის როდის მორჩება ბოლო კუპლეტი. როდის დადგება ფეხზე ევროპა, ჩემი ძვირფასი, ჯერაც ბედშავი... მე ჩემს ანტიკურ საკანში ველი. კიდევ რამდენი ელის ჩემსავით? 1945 (რომანიდან "ევროპული აღზრდა", სულაკაურის გამომცემლობა 2017, მთარგმნელი: მერაბ ფიფია) თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი