დარვიში მაჰმუდ - უცხო შორეულ ქალაქში
პატარა რომ ვიყავი და ლამაზი, ვარდი სახლად მქონდა, წყაროები - ზღვად. ამიერიდან, ვარდი ჭრილობად მქცევია, წყაროები - წყურვილად. - ძალიან ხომ არ შეიცვალე? - არა, ძალიან არ შევცვლილვარ. როცა ქარივით, შინ დავბრუნდებით, შუბლზე დამხედე. ზედ დაინახავ ვარდებს, პალმის ხეს, წყაროებს და ოფლს, და კვლავ მიხილავ ისეთს, როგორიც ვიყავი უწინ, პატარას, ლამაზს... 1969 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე (არაბულიდან ელიას სანბარის თარგმანის მიხედვით. კრებულიდან "ჩვენ დედამიწა გვევიწროება", გალიმარი 2000) "ახალი საუნჯე" n°1 (31), იანვარი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი