საეზი დამიენ - ახალგაზრდა და თავქარიანი
და კიდევ ერთი მორიგი დღე დადგა პლანეტა "საფრანგეთში". სიზმრიდან ჯერარგამოსული, უკვე ცეკვებში გადავეშვი! როგორც ყოველთვის, საღამოა. როგორც ყოველთვის - რვა საათი. გუშინაც ღამე გავათენე, გუშინაც ცეკვით გავსავათდი. ამ საღამოსაც გაერთობა ახალგაზრდობა "საფრანგეთი"! აქ ხომ ფუჭია ყველაფერი და აზრი არ აქვს, რას აკეთებ! ჰოდა, ცეკვისას, ბედნიერი გვეგონოს თავი, შეიძლება. მერე კვლავ წავალთ ლოგინისკენ... კვლავ არაფერი შეიცვლება. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თავქარიანები, ზევით კი ბებერი გიჟები არიან; რომ ხიდქვეშ კვდებიან ადამიანები და მათთვის არავის სცალია! რომ ვართ კმაყოფილი მარიონეტები, ლაქუცი ძვირი არ გვიჯდება; რომ მალე დადგება ის მომენტიც, როცა გავგიჟდებით! და კიდევ ერთი მორიგი დღე დადგა პლანეტა "საფრანგეთში". სიზმრებს ვერ ვხედავ რა ხანია, ღამის ბოჰემით განალეში. როგორც ყოველთვის, საღამოა. როგორც ყოველთვის - რვა საათი... სიყვარულს ვეძებთ, სანამ დროა, სანამ იმედი დასამარდა. ამ საღამოსაც გაერთობა ახალგაზრდობა "საფრანგეთი"! გარეთ, ამინდი პირქუშია, მდგომარეობა – საგანგებო. ჰოდა, ვიცეკვებთ კიდევ ერთხელ და თვალს დავხუჭავთ ყველაფერზე! ვინ იცის, თავის მოტყუებით, ერთმანეთს უკეთ შევაბერდეთ?! იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თავქარიანები, ზევით კი ბებერი გიჟები არიან; რომ ხიდქვეშ კვდებიან ადამიანები და მათთვის არავის სცალია! რომ ვართ კმაყოფილი მარიონეტები, ლაქუცი ძვირი არ გვიჯდება... და მალე დადგება ის მომენტიც, როცა ერთმანეთზე გავგიჟდებით! 2007 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი