ვერლენი პოლ - იავნანა


თვლემას გატყობ, ყოფავ ჩემო,
ბინდით შემობურვილო: 
განისვენეთ, იმედებო, 
განისვენეთ, სურვილნო!

ვეღარაფერს ხედავ, თვალო,
ხსოვნავ, ქრები ნელი-ნელ, 
ავს და კეთილს მისათვალო... 
დარდო, რად მომევლინე!

ვარ აკვანი საფლავს მდგარი,
სადაც ქარი არა ჩანს -
ხელი მარწევს უჩინარი: 
მდუმარება მარადჟამს!

1880

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პირველი სხივი", n°6 (36), 2023
"ლიტერატურული საქართველო", 1995

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი