*** (ვიწრო ოთახში ჩატეულა მთელი სამყარო)
ვიწრო ოთახში ჩატეულა მთელი სამყარო. რა გამოკვებავს ამდენ კედლებში ჩარჩენილ უსუსურ მოგონობებს როცა მარტოობის ალიმენტის გადახდას ძლივს ვახერხებ. რახანია შენც არმინახიხარ, უნებლიედ მოვიარე ყველა ის ადგილი სადაც გჩვეოდა ხშირად სიარული, მაგრამ ამაოდ, იქ ყველა იყო შენს გარდა. არც მწვანე თვალები არარსებობდნენ, არც არაფრის სუნი იდგა გარდა დავიწყების, და გამხარი ყვავილების. არარსებობდა პოეზია! იცი საერთოდ მძულდა მე პოეზია მაშინ, ეხლაც მძულს! რადგან შენზე მაფიქრებს, და შენზე ფიქრი ყველაზე მეტად მძულს! ვერასდროს ვპოულობ იმ ფიქრში გამოსავალს. არსებობდა მხოლოდ იმედგაცრუება, წყენა, ბრაზი, ნაღველი, და გალუაზის სამი ღერი, რომელმაც ჩემი ანაბეჭდების კვალი დატოვა სანაგვე ურნაზე რომელიც რატომღაც მწვანე იყო და მისი ფერი, შენი თვალების ფუნქციას ასრულებდა. თუმცა უნიჭოდ, და ძალიან უნიჭოდაც. ნიავს სხვისი სურნელი მიჰქონდა მხოლოდ სხვისთვის, ის არიყო ჩემი ნიავი, მე ის ნიავი არმჭირდებოდა. არმჭირდებოდა პოეზია, არმჭირდებოდა ილუზია, და მე ვიგრძენი როგორ დავეცი და მალევე როგორ ავღსდექი, აღარ ვასრულებდი პირველ ხარისხოვან როლს, არც მეორეს, არც მესამეს, და არც ოცდამეჩვიტეს, მე აღარ ვთამაშობდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი