*** (ესეც ასე ჩემო თავო!)


ესეც ასე ჩემო თავო!
აღარავინ დაგვრჩა,
ყველა წავიდა,
თითქოს სადღაც ჩვენთვის უცნობ ადგილას უფასოდ არიგებდნენ "ბურბუშელებს",
და ყველა იქით გაეშურა
აღარავის დაკარგვის შეგვეშინდება აწი.
მაგრამ ვაი ჩემო თავო!
იქნებ 
ჩვენც დავკარგოთ ერთმანეთი
იქნებ ამდენმა  ლოცვამ და ბრძოლამ საერთოდ ვერ გვიშველოს 
და ჩვენივე წამოწყებულ ომში ჩვენვე გაგვხადოს მსხვერპლები
იქნებ ჩვენ ომში გაყვანილი ის ცხენები ვართ
რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ
მაგრამ 
მაინც რომ ვერ უნდა გააღწიონ
ბრძოლის ველიდან,
იქნებ ჩვენც გვიყვარს "ბურბუშელა".
ანდაც პირიქით იქნებ საერთოდ არგვიყვარს
მაგრამ უბრალოდ მოგვინდეს რომ
შევიყვაროთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი