საუკუნის მერე
საუკუნის მერე როცა, თუ განგებამ შანსი მომცა და შენ მოხვალ თავსხმა წვიმად, მე დაგხვდები გამხმარ მიწად, მოგავლინა შაშვად ზენამ? მე ვიქნები შენი სტვენა, რომ ისმოდეს მწვანე ბაღში, მელოდია ლამაზ ტაქტში, ტრიალ ველზე მაყვლის ბუჩქად ამოსულხარ უცხო სტუმრად, კუდის ქნევით ტოტზე ვზივარ, ციყვად მოველ უკვე შინ ვარ, კუნძული ხარ უცნობ ზღვაში, საყვირის ხმა ისმის ქარში, მოგადექი ნაპირს გემად, ჩემი შველა გექცა წესად, ბაგე ბაგეს, რომ ეხება, ზედა შენ ხარ, ქვედა დნება, და გამოგვდის მუდამ კოცნა, ბუტბუტით კი ჩუმი ლოცვა, მაგრამ თუ კი არად მოხვალ, არაფერში შენად მოვალ, სანთლად ვენთო, სადაც ბნელა, მე და შენ ვართ, ირგვლივ ყველა! დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი